Friday, July 8, 2016

მესამე დღის რეფლექსია

    ინტელის პროექტებით სწავლების მესამე დღეს გავიხსენეთ წინა სამუშაო დღის ძირითადი საკითხები.ვისწავლეთ პროექტისათვის ბუკლეტის შექმნის ტექნოლოგია-ვორდის ფურცელზე საზღვრებისა და სვეტების ჩასმა და უკვე გამზადებულ ფურცელზე ინფორმაციის გადატანა. ასევე ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე და შევიტანეთ გარკვეული ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.მივიღეთ დავალებები მომდევნო დღისთვის უნდა ვიმუშაოთ სტანდარტზე,სტანდართიდან გამომდინარე უნდა გავწეროთ პროექტის მიზნები.

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

                                          მოსწავლეები შეძლებენ:

1.მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ბეჭდურ და ელექტრონულ წყაროებში XI-XII  საუკუნეების საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ,სადაც კარგად ჩანს ქვეყნის სოციალ- ეკონომიკური,პოლიტიკური და კულტურული განვითარების მახასიათებლები.

2.მოახდენენ მოძიებული მასალის დახარისხებას, მთავარი და მეორე ხარისხოვანი საკითხების გამოყოფას.

3.მოახდენენ მოძიებული მასალის ანალიზს და განაზღვრავენ, თუ რა როლი შეასრულეს "ოქროს ხანის"ჩამოყალიბებაში დავით აღმაშენებელმა და თამარ მეფემ.

4.გააკეთებენ დასკვნებს, მეფეთა რა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა განსაკუთრებული როლი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.

5.პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ აუდიტორიას და მსმენელებთან ერთად განსაზღვრავენ, თუ რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს XXI   საუკუნის  ლიდერი, რომ დადებითი როლი შეასრულოს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.

Sunday, July 3, 2016

მეორე დღის რეფლექსია

  ინტელის ტრენინგის მეორე დღეს კიდევ ერთხელ გავიაზრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების გასავითარებლად.მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება,აღნიშნული იდეები გავწერეთ ბლოგზე, მივიღეთ თრენერისაგან უკუკავშირი.

პროექტის იდეა

                                  "ოქროს ხანა" საქართველოს ისტორიაში.
    თამაშობს თუ არა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში ჭკვიანი, განათლებული,გონიერი მმართველი?
    აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას XI-XII საუკუნეების საქართველოს შესახებ როგორც ისტორიულ წყაროებში, ასევე ინტერნეტ სიცრცეში.  დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განხორციელებული რეფორმების ფონზე მოძიებული მასალის დამუშავების,დახარისხებისა და ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს სახელმწიფოს მმართველს, რომ ქვეყანა გახდეს პოლიტიკურად,ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებული და ძლიერი.