Thursday, July 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

         ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალის გახსენებით.გავეცანით  კოლეგების მიერ შექმნილ პროექტებთან დაკავშირებულ, მიმართულების მიმცემ კითხვებს.ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები.ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებთან დაკავშირებით ქალბატონ ლალისგან მივიღეთ ძალზე საინტერესო და საქმიანი რჩევები.ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ, რომ  მნიშვნელოვანია პროექტის შეფასება.გავეცანით პროექტის სამივე ეტაპზე გამოსაყენებელ სხვადასხვა ტიპის შეფასებას და შესაბამის ინსტრუმენტებს.მივიღეთ დავალება შემდგომი სამუშაო დღისთვის.     

No comments:

Post a Comment