Friday, July 8, 2016

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

                                          მოსწავლეები შეძლებენ:

1.მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ბეჭდურ და ელექტრონულ წყაროებში XI-XII  საუკუნეების საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ,სადაც კარგად ჩანს ქვეყნის სოციალ- ეკონომიკური,პოლიტიკური და კულტურული განვითარების მახასიათებლები.

2.მოახდენენ მოძიებული მასალის დახარისხებას, მთავარი და მეორე ხარისხოვანი საკითხების გამოყოფას.

3.მოახდენენ მოძიებული მასალის ანალიზს და განაზღვრავენ, თუ რა როლი შეასრულეს "ოქროს ხანის"ჩამოყალიბებაში დავით აღმაშენებელმა და თამარ მეფემ.

4.გააკეთებენ დასკვნებს, მეფეთა რა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა განსაკუთრებული როლი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.

5.პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ აუდიტორიას და მსმენელებთან ერთად განსაზღვრავენ, თუ რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს XXI   საუკუნის  ლიდერი, რომ დადებითი როლი შეასრულოს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.

No comments:

Post a Comment