Sunday, July 3, 2016

პროექტის იდეა

                                  "ოქროს ხანა" საქართველოს ისტორიაში.
    თამაშობს თუ არა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში ჭკვიანი, განათლებული,გონიერი მმართველი?
    აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას XI-XII საუკუნეების საქართველოს შესახებ როგორც ისტორიულ წყაროებში, ასევე ინტერნეტ სიცრცეში.  დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განხორციელებული რეფორმების ფონზე მოძიებული მასალის დამუშავების,დახარისხებისა და ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს სახელმწიფოს მმართველს, რომ ქვეყანა გახდეს პოლიტიკურად,ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებული და ძლიერი.  

No comments:

Post a Comment