Thursday, July 21, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

       ინტელის პროექტებით სწავლების თრენინგ კურსი დასრულდა!დღეს სწავლების ბოლო დღეა და ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ:ტრენინგის მონაწილე ყველა მსმენელმა აუდიტორიის წინაშე წარვადგინეთ ჩვენსმიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. წარმოდგენილი პრეზენტაციები ძალზე საინტერესო იყო.ქაბატონმა ლალიმ კიდევ ერთხელ მოგვცა საქმიანი და საინტერესო რჩევები პროექტებთან დაკავშირებით. ტრენინგ კურსმა საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა.ვფიქრობ,მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში და მპსწავლეებისთბისაც უფრო საინტერესო გახდება სწავლების პროცესი და პროექტებით სწავლება მათ დაეხმარება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის საინტერესო ტრენინგისთვის!!!    

Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

         ინტელის პროექტებით სწავლების მერვე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ  წინა სატრენინგო დღეების განმავლობაში განხორციელებული აქტივობები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლების პუნქტზე და მასში შევიტანეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე საჭირო ჩანაწერები.მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ვფიქრობ მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს პროფესიულ საქმიანობაში.უღრმესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს, ენერგიულ თრენერს ქალბატონ ლალის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის!

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

       ტრენინგის მეშვიდე დღე საკმაოდ დატვირთული იყო.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლის ნაშრომის  შეფასების რუბრიკის შაბლონს და ასევე მის ადაპტირებულ ვარიანტს,ვცადეთ მისი შეცვლა პრეზენტაციის შესაფასებლად. მივიღეთ დავალებები მომდევნო დღისთვის.  

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეექვსე დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა-კიდევ ერთხელ გავიხსენეთ წინა ტრენინგის დროს ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები:როგორ შევქმენით ბროშურა, როგორ გავწერეთ პროექტის იდეა,პროექტის მიზნები,პოგორ მოვარგეთ მას ესგ- ს მიზნები, შევიმუშავეთ  მიმართულების მიმცემი კითხვები და სხვა. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას პროექტზე მუშაობისას;ასევე დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

Thursday, July 14, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

         ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალის გახსენებით.გავეცანით  კოლეგების მიერ შექმნილ პროექტებთან დაკავშირებულ, მიმართულების მიმცემ კითხვებს.ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები.ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებთან დაკავშირებით ქალბატონ ლალისგან მივიღეთ ძალზე საინტერესო და საქმიანი რჩევები.ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ, რომ  მნიშვნელოვანია პროექტის შეფასება.გავეცანით პროექტის სამივე ეტაპზე გამოსაყენებელ სხვადასხვა ტიპის შეფასებას და შესაბამის ინსტრუმენტებს.მივიღეთ დავალება შემდგომი სამუშაო დღისთვის.     

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

           ინტელის პროექტებით სწავლების მეოთხე დღეს განვიხილეთ ბლოგებზე განთავსებული საპროექტო თემებიდან გამომდინარე მიზნები,მივიღეთ .ძალზე მნიშვნელოვანი და საქმიანი რჩევები ტრენერისგან.წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები.გავარკვიეთ პროექტზე მუშაობისას როგორ უნდა დავანახოთ მოსწავლეებს პროექტის აქტუალობა მიმართულების მიმცემი კითხვებით.მივიღეთ საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                                                     ზოგადი კითხვა:
1.რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს ლიდერი XXI საუკუნეში?



                                                   თემატური კითხვები:
1.როდის იყო საქართველოს სახელმწიფო დიდი და ძლიერი?
2.როგორი იყო საერთაშორისო ურთიერთობები XI საუკუნის 90-იანი წლებისათვის?
3.რა მისიას ასრულებდა საქართველო XI-XII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთში?




                                                   შინაარსობრივი კითხვები:
1.რომელ წლებში მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი?
2.რა სახის რეფორმები ჩაატარა დავით აღმაშენებელმა?
3.ქვეყნის გაერთიანების გზაზე რომელი დიდი ბრძოლები გადაიხადა დავითმა?
4. როდის გამეფდა თამარი?